skip to main | skip to sidebar

My WoRlD ♥

welcome to my world

Pages

  • მთავარი
  • ჩემს შესახებ
  • მეგობრერბი♥
  • ჩემი სურათები

2 янв. 2011 г.

GEORGIAN STREET STYLE

რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოვეწყოთ და მოვიქცეთ,
რათა გვეცვას რაც შეიძლება ტენდენციურად! wink 




კვლავ მოდაშია და იქნება ტყავის ქურთუკები ,რომელიც აუცილებლად ან შავია ან დამპალი შვინდისფერი…
მოკლე ფერადი მაისურები ”ზიზილ-პიპილოებით” ,რომელიც ზუსტად იმისთვისაა განკუთვნილი რომ ზაფხულში თქვენი რბილი და ცხიმიანი მუცელი გამოაჩინოთ-ძალზე მიმზიდველია ჭიპიდან ბოქვენის მოდამოებისკენ გადაჭიმული ბანჯგვლი,რომელიც ზაფხულის სიოს თავს უხრს და ნელ ნელა ნარნარით მიჰყვება მის ქროლვას
ამას ემატება უკვდავი, თეძოებზე მჭიდროდ მომდგარი შარვლები დაბლა ტრაპეციით.. უკანა ჯიბეებზე კი სასურველია რაიმე ბრჭყვიალა იყოს მიკერებული!
გალიფე შარვლები მხოლოდ და მხოლოდ სქელ,დაბალ და ჩასხმულ გოგოებზეა გათვალისწინებული. მაღლებმა და გამხდრებმა არ მიიკაროთ. თქვენ ხომ ძირითადად მაინც მინიკაბებით მოძრაობთ,რათა მშვენიერი ფეხებით დაატყვევოთ გამვლელები. არ აქვს მნიშვნელობა რა სეზონზე გაცვიათ. თავმოყვარე ქართველი დიაცი ყინვასა და ძანძახშიც გმირულად ატარებს მოკლე ჯინსის კაბას ( რომელიც ზოგ შემთხვევებში ძველი შარვლისგან არის გადაკეთებული)
აქსესუარებიდან დომინირებს ”ფლეიბოის” ოქროსფერი ბრჭყვიალა საათი და ასევე უამრავი ბრჭყვიალა ბეჭედი და სამაჯური….. სმაილიკებიანი თმის სამაგრები.
ვარცხნილობაზე რა ვთქვა, ძირითადად შეგხვდებათ მაღლა აწეული თმები რომელსაც კინკრიხოზე პატარა ” სიმპაწიური’ ან ცოცხისმაგვარი კიკინა აგვირგვინებს.
ასევე კვლავ მოდაშია გვერდზე გაყოფილი თმები წინ ჩამოშვებული ორი გრძელ ჩოლკით ( რა თქმა უნდა ეს ჩოლკები არაა გასწორებული) და გაშლილი გრძელი თმები,რომელიც მხოლოდ მაშინაა მიმზიდველი,როცა დაუბანელია და გაზაფხულის მზეზე ლაპლაპებს.
მოდაშია ისევ სიარულის ”სვეცკური” მანერა,დატკეპნილი ლაპარაკი და ” ჯაან შაყუარელი” გამოთქმები.
ფრჩხილების მოვლით ნუ დაიტანჯავთ თავს , საკმარისია წაისვათ მანიკური და შემდეგ ერთი კვირა ან უფრო მეტი ხანი ატაროთ, ნელ ნელა-თვითონ გადასძვრება!

ფეხსაცმელებში დიდი არჩევანი გაქვთ. დაწყებული 300 მეტრიანი წვრილი შპილკებიდან დახეული კედებით დამთავრებული. მთავარია ისინი ყოველთვის შეუფერებელ ადგილებზე ჩაიცვათ. (მაგალითად ლაშქრობებზე და პლიაჟზე შეგიძლიათ წარმატებით მოირგოთ სპეციალურად ქვიშაზე სიარულისათვის შექმნილი ”შპილკები”ლილოს დახლებიდან)
ავტორი: თემო ჯაფარიძ на 01:59:00 Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest

0 კომენტარი:

Отправить комментарий

Следующее Предыдущее Главная страница

გაერთე

Translate

დამიმეგობრდი

ჩატი

საათი

clocks for web page часы на сайт

როგორ მოგწონთ ეს ბლოგი?

ბლოგის სტატისტიკა

მთვლელები

პოპულიარული პოსტები

  • Odnoklassniki (ოდნო)
    8 სხვადასხვა მიზეზით ზოგადად მიმოვიხილოთ ოდნოკლასსნიკები
  • ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი კარიბის ზღვაზე 31 დეკემბერს
  • Walmart-ის კურიოზები
    Walmart-ში რამის საყიდლად შესულს თუ ასეთი რამ შეგხვდათ, ნუ გაგიკვირდებათ. საოცარი ფოტოები სრულიადში…
  • biWi da gogo !! (ქეთი ქათამადძე)
                                                  biWi  gavigvidze sashineli paxmelia mqonda… mesmis dedachemis griali meramdenejer unda moxvi...
  • იკა აგირბას ნამუშევრების გამოფენა
  • უცნაური ქანდაკებები
  • GEORGIAN STREET STYLE
    რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოვეწყოთ და მოვიქცეთ, რათა გვეცვას რაც შეიძლება ტენდენციურად!   
  • MTV ბათუმში?
  • mary gabunia photography.
  • photographer ika agira

Blog Archive

  • ▼  2011 (14)
    • ►  01/16 - 01/23 (3)
    • ►  01/09 - 01/16 (5)
    • ▼  01/02 - 01/09 (6)
      • უცნაური ქანდაკებები
      • mary gabunia photography.
      • Giulia Nona's photography
      • ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი კარიბის ზღვაზე 31 დ...
      • პოპულიარული კლიპები განწყობისათვის
      • GEORGIAN STREET STYLE
  • ►  2010 (2)
    • ►  12/26 - 01/02 (2)
Технологии Blogger.

მუდმივი მკიტხველი

 
Copyright (c) 2010 My WoRlD ♥. Designed for Video Games
Download Christmas photos, Public Liability Insurance, Premium Themes